"ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაქვს, აქ ევროპის სუპერ თასი მოვიგეთ და იმედია ისევ კარგი მოგონებები მექნება" - ეს განცხადება ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩამდე გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველო-ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს დღეს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან. თამაში 20 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი საბრძოლო განწყობა აქვთ და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, სტადიონზე 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ მაყურებელს კარგი თამაში და რაც მთავარია, შედეგი აჩვენონ.
"დინამო არენაზე" დღეს მაყურებლების 30%-ს დაუშვებენ. სპეციალურად ქომაგებისთვის, ვისაც თამაშზე დასასწრები ბილეთები აქვთ, ღამის პირველ საათამდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს. პირველ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.