შერჩევითი შეზღუდვები - წალკის მერთან დაახლოებული ბიზნესმენის შვილის ქორწილს 200-მდე ადამიანი ესწრება

გამოქვეყნდა:

ქორწილი 200-მდე ადამიანზე წალკაში კოვიდპანდემიის პირობებში - ამ წუთებში, წალკაში, რესტორან "ტბეთის ტბაში" წვეულებაა. წალკის მერთან, ილია საბანაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი რუსლან ხუციშვილი საკუთარ რესტორანში შვილის ქორწილს იხდის.

"მთავარის" გამოჩენამ ამ ქორწილის მასპინძლები დააბნია, თუმცა ხალხმრავალ წვეულებაში ვერც სტუმრები და ვერც მასპინძლები პრობლემას ვერ ხედავენ. რუსლან ხუციშვილი ამტკიცებს, რომ ქორწილი ყოველგვარი წესებისა და რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

"მთავარ არხთან" საუბრისას ქორწილის მასპინძელი და მიწვეული სტუმრები ამბობენ, რომ "200 ადამიანის შეკრება შეიძლება". "კორონავირუსი არ არის". "ვიცით, რომ არაა დასაშვები, მოითხოვეს ერთხელ და დავუშვით", "800 კვ.მ-ზე 150 კაცია, არაა ბევრი"...

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ წალკაში ამ წუთებში 200-მდე ადამიანი კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს არღვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი