ნაპრალები თბილისის თავზე - რა საფრთხის წინაშეა ქალაქი

გამოქვეყნდა:

თბილისის თავზე გამსკდარი კლდის ნაპრალები სულ უფრო იზრდება - სეისმოლოგები და გეოლოგები ამბობენ, რომ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია და ადრე თუ გვიან ქანები აუცილებლად მოწყდება და ქვემოთ დაეშვება. ამიტომ ისინი მოითხოვენ რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ევაკუაციას და მთაზე მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტას. 

მაგრამ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს თბილისის მთავრობას - მერია მოსახლეობას ეუბნება, რომ საშიში არაფერია და გარკვეული ჯგუფები ტყუილად თესავენ პანიკას. მერიამ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაც კი დააწესა ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დასაწესებლად. 

საბოლოოდ, სახეზე ძალიან კომიკური, მაგრამ არა სასაცილო ვითარება გვაქვს - მოწყვეტილი მთის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობაც კი პოლიტიკური ნიშნითაა გაყოფილი - "ოცნების" მხარდამჭერები თვლიან, რომ მათ არაფერი ემუქრებათ; ოპოზიციის მომხრეები კი თავიანთ სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ ხედავენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი