"დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ" - ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე

გამოქვეყნდა:

"დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ", - ასე აფასებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე, საქართველოს ნაკრების ფორვარდის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს. მისი თქმით, კვარაცხელია თუ ასე გააგრძელებს, დიდ გუნდში ითამაშებს. 

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ.. ის დიდ გუნდში ითამაშებს... - ამბობს ესპანეთის ნაკრების მწვთნელი. 

მან, საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს: "ერთი გოლი გაიტანეთ, კიდევ შეგეძლოთ გოლის გატანა. ნათელია, რომ ხარისხი იზრდება". 

ცნობისთვის, დღეს, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთადერი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი