შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია - მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

გამოქვეყნდა:

მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციის სათადარიგო სიის შექმნის მოთხოვნით პეტიცია შექმნა. ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ booking.moh.gov.ge-ზე დაემატოს სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.  

"ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:

  • დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;
  • გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;
  • იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; 
  • მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;
  • გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; 
  • ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში", - წერია პეტიციაში.

ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 25 მარტიდან კი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა საქართველოს 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც მიეცათ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი