საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცს დაზიანებები კიდურების არეში მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად  საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი