ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 382 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 102 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.