მედპერსონალის გამოკითხვა და დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს - რეგულირების სააგენტო

გამოქვეყნდა:

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის საქმეზე მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს.

შესწავლის დასრულების შემდეგ კი მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გაიგზავნება:

„საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას ინტენსიურად განაგრძობს. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ გაიგზავნება. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად პროფესიული განვითარების საბჭოს წარედგინება, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა ბიურომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ კვლევები ჯე არ დასრულებულა და დასკვნა მზად არ არის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი