
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტა-მატანის სავატომობილო გზაზე.
მდინარე ილტოს ხიდთან "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრობოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და ავარიის მდიზეზებს ადგენენ.