
კოსტავას გამზირზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ დაჭრა მოხდა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ -კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე შეინიშნება სისხლის კვალიც.
შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
გამოძიება სსკ-ის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.