36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია

გამოქვეყნდა:

36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას დამნაშავე გამოკვეთილი ჯერ არ ჰყავს. ამ დრომდე გამოძიებას ჯერ კიდევ არ დაუკავებია.

მამაკაცის გვამი ორდღიანი ძებნის შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარედ იპოვეს, რომელსაც 14 ტყვიით ჩაცხრილა.

ბურუსით მოცული მკვლელობის შესახებ არაფერი იციან ნოდარ ცხადაძის ოჯახშიც. ერთადერთი, ვინც მოკლული ბოლოს ნახა, ემზარ კვიციანის ძმის შვილია.  

ამ დრომდე არაფერია ცნობილი ბექა კვიციანის შესახებაც, რომელიც მეგობრის სიკვდილის შემდეგ გაუჩინარებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი ცხადაძეს ე.წ. ქურდული საერთოსთვის ფულს და ბიზნესში წილს სთხოვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე და 238-ე, მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი