აპარატზე არ იყო შეერთებული, თუ ცოცხალი იყო აპარატზე უნდა ყოფილიყო - მეგი ბაქრაძის ბიძა

გამოქვეყნდა:

თუ ცოცხალი იყო, ის იმ მდგომარეობაში აპარატზე მაინც უნდა ყოფილიყო შეერთებული, საწოლზეც კი არ იწვა - ლევან რატიანის განცხადებას გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები ეხმაურებიან და ამტკიცებენ, რომ ბაქრაძე თბილისში გადმოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო:

"ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ადამიანი სამსახურში მივიდა ჯანმრთელი. მას ის ნემსი რომ არ გაეკეთებინა, ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა დღესდღეობით. იქ მეუღლე რომ მივიდა და ნახა პირველ ეტაპზე, მას მარტო შლანგი ჰქონდა პირში, არ იყო აპარატზე შეერთებული და იყო გასიებული, თვალებამოყრილი.

თუ ცოცხალი იყო, ის იმ მდგომარეობაში აპარატზე მაინც უნდა ყოფილიყო შეერთებული, საწოლზეც კი არ იწვა. ვფიქრობთ, რომ იქ უკვე იმ მდგომარეობაში იყო, აღარ იყო თბილისში გადმოყვანა საჭირო. ალბათ რაღაც მიზნებისთვის წამოიყვანეს, რისთვის არ ვიცი",-ამბობს ტარიელ ბაქრაძე.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ოჯახის წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს უპასუხა და  სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ მეგი ბაქრაძე 18 მარტს, კლინიკაში შეყვანის დროს, 19:45 საათზე, გარდაცვლილი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი