"სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით" - ასე ეხმაურება დედა სოსანა, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს ის წინამძღვრობიდან გადააყენა.
ერთ- ერთი ვერსიით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დედაოები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.
დედაოები მეუფე პეტრეს მიმართ, მეუფე სტეფანეს ბრალდებების დამტკიცებასაც ითხოვენ.
მაინტერესებდა, რაც მეუფე სტეფანემ გააკეთა და ბრალი დასდო მეორე მიტროპოლიტს, სჯულის კანონის მიხედვით, მან ეს ბრალეულობა უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ დაამტკიცებს, ის გამოდის ცილისმწამებელი ეპისკოპოსი, ცრუ ეპისკოპოსი, რომელსაც ეპარქიაში შემოაქვს არეულობა, შფოთი და მე ასეთ ეპისკოპოსს არ დავემორჩილები",-ამბობს დედა სოსანა.