
გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა წულაია მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.
ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წულაია ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.