ჭყონდიდის ეპარქიასთან პოლიციაა მობილიზებული - ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიასთან პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ. სამართალდამცველები იქ მეუფე სტეფანეს შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, რომელმაც მედია ეპარქიაში უნებართვოდ შეჭრაში დაადანაშაულა.

ცნობილი ხდება, რომ ამ შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ჟურნალისტები გამოკითხვაზეც დაიბარეს.

პოლიცია იქ მაშინ მივიდა, როდესაც მედია დედათა მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვრისგან, დედა სოსანასგან ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, რა გახდა მისი განყენების მიზეზი. 

დედა სოსანა მეუფე სტეფანემ დღეს განაყენა.

პოლიციის მისვლამდე მედიას მუშაობაში ხელს მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და მისი დაცვაც უშლიდა. არსებული ინფორმაციით, მათ დავალება, ტერიტორიიდან გაეყვანათ ჟურნალისტები, გარდა საპატრიარქოს ტელევიზიისა, სწორედ მეუფისაგან მიიღეს.

ამავე თემაზე:

სანამ სინოდზე პატრიარქის საკითხს არ განიხილავენ, მას ლოცვებში არ მოვიხსენიებ - დედა სოსანა
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი