10 სასულიერო პირსა და "ამბოხში" მონაწილე პირებს მეუფე სტეფანემ ზიარება აუკრძალა

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის ეპარქია ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს #3 ბრძანებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა" და "დაუმორჩილებლობის" გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა. 

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შეიდს. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება, ასევე, აუკრძალა მოქალაქეების ნაწილსაც. 

"ზიარება ეკრძალებათ, აგრეთვე, იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრების შეურაცხყოფაში. ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე", - წერია განცხადებაში. 

გუშინ, 29 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიაში პოლიცია გამოიძახა და მედია იქ უნებართვოდ შეჭრაში დაადანაშაულა. ამავე დღეს მან დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი