დღეს საქართველოში COVID-19-ის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 298 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 281 145
  • გამოჯანმრთელებულია - 272 899
  • გარდაცვლილია -  3 773
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 751 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  23 361, PCR ტესტით - 7 390
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,19%, ბოლო 14 დღის - 1,69%, ბოლო 7 დღის - 1,6%
  • კარანტინის რეჟიმში - 263
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 624
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 214

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 128 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 103 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი