საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამედიცინო პერსონას და 65 წელს ზემოთ პირებსაც მიეცემათ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართვის საშუალება ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბსამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ აქვთ საშუალება ვაქცინაცია ჩაიტარონ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ", - ამბობს თეა ახვლედიანი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირეისთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება.
"გაიხსნება ფანჯრები სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას, მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან" - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაახლოებით 500 დოზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ექიმებისთვის აქვთ განსაზღვრული, ასევე, დაახლოებით იციან პენსიონერების რაოდენობა, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს.
მისი განცხადებით, ოკუპირებული ტერიოტირებიდან მოქალაქეები არ იქნებიან შეზღუდულები არჩევანის გაკეთებაში და მათ აცრა როგორც "ასტრაზენეკათი" ისე "ფაიზერით" შეეძლებათ. ამავე თემაზე: