"მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, "მთავარ არხზე" ე.წ. "უხამსი" სიუჟეტის სანქცირების გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილების ფარგლებიდან გავიდა. როგორც მურადაშვილი განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლომ 11 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსგავსი საკითხები არა კომისიაში, არამედ სასამართლოში უნდა განხილულიყო.
ცენზურა დაიწყო ამ საქმით მარეგულირებელმა კომისიამ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკრძალავდა კომისიას ამის გაკეთებას და უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ 11 წლის წინ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მსგავს საკითხებზე დავა შეიძლება ,ხოლოდ სასამართლოში და არავითარ შემთხვევაში კომისიაში. მიუხედავად ამისა, კომისიამ გაბედა და შეცვალა ეს პრაქტიკა, ინტერპრეტირება გაუკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონს და ამის გამო იძულებული გავხდით, წავსულიყავით საკონსტიტუციო სასამართლოში, - თქვა მურადაშვილმა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "მთავარი არხი" ერთობლივად ასაჩივრებენ
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას "უხამსი" პროგრამების ეთერში გაშვებისთვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს.