"ცენტრ-პოინტის", "სვეტისა" და "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაზარალებულთა საინტიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, ისინი ამბობენ, რომ იურიდიულად, სამართლებრივად ყველაფერი დასრულებული იყოს. მანამდე კი ისინი საპროცესოს გაფორმებას არ ეთანხმებიან.
"იქამდე, სანამ მყარი გარანტიები, მყარი იურიდიული გარანტიები არ გვექნება ჩვენ ყველა ობიექტს, 14 ობიექტს, სანამ ჩვენ არ ვიქნებით დაკმაყოფილებული ამ კუთხით, ირურიდიული თვალსაზრისით, იქამდე ერთსულოვნად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არ დავეთანხმოთ ქალბატონი მაიას გარეთ გამობრძანებას. დღესდღებოით თანამშორმლობენ მერიასთან, ამას ვერ დავუკარგავთ, ქალბატონი მაიას სურვილით, ის თანახმაა დათმოს ქონება", - ამბობს ჯგუფის წევრი.
გადაწყვეტილება საქმეზე დაახლოებით 2 კვირაში უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და ის დღეს, 30 მარტს გათავისუფლდა.
ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და - მაია რჩეულიშვილი, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.
რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.