დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება.
ჩვენ ე.წ მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, დიდი ალბათობით, ივლისიდან. მე რამდენიმეჯერ მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები, გუშინ ასევე მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის Novavax-ის ვაქცინა, რომელტანაც დაახოლებით 2 თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ პერიოდისთვის, საქართველოში იქნება, ჩინური ვაქცინა, Novavax-ის ვაქცინა, johnson & johnson-ის ვაქცინა და AstraZeneca.
მანამდე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ქვეყანაში მასობრივ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი აპრილის შუა რიცხვებში დაიწყებოდა.