3 მაისს კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეს, 3 მაისს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა.

ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 2 დღის განმავლობაში შეყვანილი 17 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა საკმაოდ მძიმეა. ამ დროისთვის ინფექციურში სულ 55 პაციენტი მკურნალობს. 

მძიმე პაციენტები ყავს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასაც, რომლის რეანიმაციულ განყოფილებაშიც რვა ადამიანია მოთავსებული. მოცემული მომენტისთვის, კლინიკაში სულ 91 პაციენტი იმყოება, აქედან 70-ს ოფიციალურად უდასტურდება კოვიდ 19. 

მთლიანობაში, სულ დადასტურებულია კოვიდ 19-ის 589 შემთხვევა, აქედან 215 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ რვას მიაღწია. კარანტინში იმყოფება სულ 5060 ადამიანი იმყოფება.

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი