მეცნიერებმა ხელოვნური უჯრედი შექმნეს, რომელსაც გაზრდა და გაყოფა შეუძლია

გამოქვეყნდა:

გენეტიკური ინჟინერიის ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ერთუჯრედიანი სინთეტიკური ორგანიზმის შექმნა შეძლეს, რომელსაც ბუნებრივი უჯრედის მსგავსად გაყოფა და გაზრდა შეუძლია. ხელოვნური უჯრედი ზუსტად იმეორებს ნამდვილი უჯრედის გაყოფის ციკლს, რაც ახალი და ჯანმრთელი უჯრედული სიცოცხლის წყაროა.

მკვლევარებმა ამას ერთუჯრედიანი ბაქტერიის მსგავს სიცოცხლის ფორმაში მიაღწიეს, რომელსაც უცნაური სახელი - JCVI-syn3A ჰქვია. ეს მიღწევა გენეტიკური სეკვენირებისა და ანალიზის შედეგია, რომელსაც მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ. ისინი ცოცხალ ორგანიზმებში არსებული თითოეული გენის მნიშვნელობას ადგენდნენ.

მიკროსკოპში გადაღებულ თაიმლეფსზე ნაჩვენებია სინთეტიკური ორგანიზმის, JCVI-syn3A-ის უჯრედების ზრდა და გაყოფა. (NIST)

ჩვენი მიზანი თითოეული გენის ფუნქციის ცოდნაა, რათა უჯრედის მუშაობის სტრუქტურის სრულიად მოდელი შევქმნათ, - ამბობს ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტიე MIT-ის უნივერსიტეტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიღწევაში მრავალწლიანი დაუღალავი შრომაა ჩადებული, ამ გენებში კვლავ უამრავი საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელოდება. ამით მეცნიერები სიცოცხლის ფუნდამენტური სტრუქტურების საიდუმლოების ამოხსნას იმედოვნებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი