რუსუდან კერვალიშვილი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

"მინდა, თითოეულ მათგანს ვუთხრა - თქვენი ბედნიერების გარეშე ჩვენ კარგად ვერ ვიქნებით", - ამ სიტყვებით რუსუდან კერვალიშვილი "ცენტრ პოინტის" საქმეში დაზარალებულებს მიმართავს. ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, მისთვის მთავარი გრძობა სინანულია. ნანობს და განიცდის, რომ მისმა და მაია რჩეულიშვილის ციხეში გატარებულმა წლებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჯერ კიდევ არაა დასრულებული იმ ხალხის პრობლემა, რომელიც წლებია საცხოვრებელ სახლებს ელოდება. 

გათავისუფლების შემდეგაც კი ის სიხარული ვერ შეიგრძნო, რაც ამ ყველაფერს წესით თან უნდა ახლდეს. თქვა, რომ გული იქ დატოვა, გისოსებს მიღმა, სადაც მაია რჩეულიშვილი დარჩა. დებმა ოთხი წელი ერთ საკანში გაატარეს და ახლა რუსუდან კერვალიშვილისთვის დის მარტო დატოვება ყველაზე რთული აღმოჩნდა. 

როდის დატოვებს მაია რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას - რუსუდან კერვალიშვილისთვის ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ისიც გვითხრა, რომ ქალთა უფლებების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აპირებს. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი