"ვაქცინასთან დაკავშირებული არ არის" - გარდაცვლილი ექიმის საქმე

გამოქვეყნდა:

თბილისში, კლინიკა "მედ კაპიტალის" პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ  გარდაიცვალა. 52 წლის ლალი ჯავახიშვილს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ის ჩაფიძის კლინიკაში 29 მარტს შეიყვანეს და  გუშინ გარდაიცვალა. 

"მედ კაპიტალის" გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ექიმს AstraZeneca-ს ვაქცინის აცრის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენია. ის გამორიცხავს რომ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაციო ყოფილიყო.

"ვაქცინის დროს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა ექიმს. ყოველ შემთხვევაში, იქ სადაც გარდაიცვალა იქ შეიძლება გაარკვიოთ, რა დიაგნოზით, რა დაავადებით გარდაიცვალა იქ უნდა გაარკვიოთ.

შესაძლებელია დაავადებები ჰქონოდა, მაგრამ ვაქცინასთან დაკავშირებული არ არის. ოჯახის ექიმი იყო და შესაბამისად, ის რისკები და დაავადებები თვითონაც ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული და ის ფორმა და ის ნორმები, რაც იყო ვაქცინაციის წინ განსაზღვრული, ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მოხდა,-თქვა მაია აბულაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი