სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმესაც შეეხებოდა. საუბარია, სავარაუდოდ რამზან კადიროვის მხრიდან, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთაზე.
თავად გიორგი გაბუნია ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით იყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლის არაერთი ფაქტია აღნიშნული.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით, რომ ეს დოკუმენტი არის ქართული ოცნების გასაგონად. შეიძლება იყოს მიუღებელი, მაგრამ მე მაქვს უფლება, რომ ეს გავაკეთო და სრულიად დაუშვებელია, რომ ვინმე მოსაკლავად გამომეკიდოს, მით უმეტეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელმა გააკეთოს ეს და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონდეს.
დაზარალებულად მცნეს, სასამართლო პროცესიც დასრულდა, ბრალდებულად ცნეს ის ადამიანი, ვინც მითვალთვალებდა. ვნახეთ ისეთივე მხარდამჭერი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან?! - არა. მაქსიმუმ დუმილს ინარჩუნებენ.
ეს ჩემი ერთი შემთხვევაა მხოლოდ. მთელი სერიაა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ფაქტი მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში",-თქვა გიორგი გაბუნიამ.
ამავე თემაზე:
გიორგი გაბუნიას საქმე - სასამართლომ "ვასამბეკ ბოკოვი" დამნაშავედ ცნო