
27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები გლდანი ნაძალადევის რაიონულ
პროკურორს, კობა ნოზაძეს შეხვდნენ.
უფლებადამცველებმა საქმის მასალების სრულად გადმოცემა და იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც მათ მასალებზე წვდომა ეზღუდებოდა.
ადვოკატ ვახო ბარამაშვილის თქმით, კობა ნოზაძე საქმის მასალების 1-ელ ან 2 აპრილს გადაცემას შეპირდა.