ვაქცინაციის დამთავრების მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე - იმნაძე

გამოქვეყნდა:

"იმუნიზაციის დაწყება არაფერ კავშირშია რეგულაციების შესუსტებასთან. იმუნიზაციის დამთავრების მერე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. ეს კარგად ჩანს იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც უკვე აცრილია მოსახლეობის საკმაო რაოდენობა.

 

ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ბოლო 2-3 კვირაა, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი არა, მაგრამ შემთხვევების მატება გვაქვს. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა ოქტომბერში, როცა გაგვიოთხმაგდა შემთხვევები და რა მოხდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეგულაციებს, რაც არის დღეისთვის მოქმედი. ეს არის დისტანცია, პირბადე და თავის არიდება სუფრებისთვის. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ეპიდაფეთქებები, რომელიც დაკავშირებულია სუფრებთან. საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?"

თქვა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "პირველ არხთან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი