დღევანდელი, 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 785 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 437 ადამიანი კი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 129 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 104 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.