პოზნერის VIP სტუმრები - "მთავარმა" მათი ვინაობა გაარკვია

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის, სტუმრებს შორის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები და რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

კერძოდ, მთავარი არხის ინფორმაციით, გუშინდელ წვეულებას ესწრებოდნენ:

1. დავით დავიდოვიჩი - რომან აბრამოვიჩის ბიზნესმენ პარტნიორი და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი. წლების განმავლობაში ის ალუმინის ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობდა და რუსული მეტალების ექსპორტით მილიონ ნახევარი დოლარი იშოვა.

2. ბიზნესმენი, მიხეილ კუსინოვიჩი. ასევე კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი და კომპანია "ბოსკოს" დამფუძნებელი. მისი კომპანია რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მოთამაშეებს ტანსაცმელს უკერავდა. თავის დროზე, "ბოსკომ" საქართველოს ნაკრების ფორმების შეკრებაზე უარი თქვა, მიზეზად კი პოლიტიკა დაასახლა.

3.  ვიქტორ დორბიში - პროპაგანდისტული რუსული მედიის, რადიო სპუტნიკის ვიცე-პრეზიდენტი.

4. სერგეი მიხაელოვი - ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის "ტასის" მთავარი რედაქტორი.

კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.

პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი