ამ წუთებში, სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, ჩამოფრინდა. კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სხვა სტუმრებიც.
პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარაუდოდ სწორედ საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს.
ამავე თემაზე:
შეგახსენებთ, სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა - "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი"