კახეთში, პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - სავარაუდო დამნაშავეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანასოფლელმა მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ- მკერდის არეში მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი