"მოწმის მიერ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემას" - ლუკა სირაძის საქმე ომბუდსმენის ანგარიშში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ობუდსმენის ანგარიშში მოხვდა ლუკა სირაძის საქმეც.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციის ერთი თანამშრომელი დააკავეს, საქმეში მაინც არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზე მიუთითებდეს.

"მასალების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემას, რაც საქმეზე ობიექტური გამოძიებისთვის ხელშემშლელი გარემოება იყო. ასევე, ორ მოწმეზე ზემოქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან. ამავე საქმეში ასევე გამოიკვეთა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მონაწილეობით სხვა სავარაუდო პასუხისმგებელი პირის ამოცნობის ჩატარების აუცილებლობა, რაც გამოძიების მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს ამ საკითხებზე რეაგირების წინადადებით მიმართა, თუმცა პროკურატურას გამოიძიება არ დაუწყია. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურს, უწყებაში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი