ბრალის დაუსაბუთებული მოხსნა - აბაზოვის საქმე ომბუდსმენის ანგარიშში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში საუბარი შეეხებოდა თემურ აბაზოვის საქმეს, რომელსაც ბრალად ედება არაადამიანური, პატივსა და ღირსების შემლახავი კადრების (სახეზე შარდის წასმის იძულება)  საჯარო გავრცელების ორგანიზება.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე პროკურატურის დასაბუთებას არ იზიარებს. 

პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე, მოცემული ბრალის დაუსაბუთებული მოხსნით, სასამართლოს დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა წაართვა, რამაც სახალხო დამცველის აზრით, ხელი შეუწყო საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის შეფასებით, ბრალდების მოხსნის შედეგად, ამგვარ დანაშაულზე სამართლიანობის აღდგენა სამომავლოდაც გამოირიციხა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი