დარღვევები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოქავეყნა. ომბუდსმენის ანგარიშში გიორგი შაქარაშვილის საქმეც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ გამოასწორა, მაგრამ გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტები. გარდა ამისა, მოწმეების გამოკითხვები არ იყო დეტალური ან გადამოწმებული.

"სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმეზე, საგამონაკლისო დაშვების საფუძველზე, შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომელიც ასახავდა 2020 წლის 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ., ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). ამ ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები, რამაც შსს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საჭიროება წარმოშვა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, ნინო ლომჯარიამ გამოძიებას "უწყებებს გამოძიების ეფექტიანობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არაერთი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა".

სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა საქმის განხილვას პირველ ინსტანციაში. უახლოეს მომავალში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებს შეისწავლიან და საქმის შემდგომ მსვლელობას დააკვირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი