ხაშურში, რესტორან "დიაოხში", "მთავარის" ინფორმაციით, ახალგარზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. ერთმა კაცმა ორ ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
"ერთი მსუბუქად იყო დაჭრილი, რაც შეეხება მეორეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, შიდა ორგანოების დაზიანებით და მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია" - ამბობს ექიმი
რესტორნის თანამშრომლები "მთავარ არხთან" მომხდარს უარყოფენ.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. როგორც შსს-ის პრესსამსახური ამბობს, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.