COVID-19-ის გარდა, საქართველოში სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს - პაატა იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, COVID-19-ის გარდა, საქართველოში სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომლებსაც ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს და გაციებას იწვევს.

"ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებენ, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ამ კოვიდის გარდა, ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს", - თქვა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, გარდა კორონავირუსებისა არის ადენოვირუსები და რინოვირუსები, რომლებიც სურდოს იწვევს.

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს სიმპტომები აღენიშნება, ვირუსების გარჩევის გზა კოვიდტესტირებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი