დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ის ვაქცინაზე რიგის დაჯავშნა განახლდება

გამოქვეყნდა:

დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების Pfizer-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

  • თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
  • ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
  • ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 7 822 პირია აცრილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი