საქართველოში ორი ჩინური ვაქცინა შემოვა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, "სინოვაკი" შემოვა. მისი თქმით, ქვეყანა ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად მიიღებს.

"ჩვენთან შემოდის "სინოფრამი", რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკი", რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100 -100 ათასი დოზა. ეს გახლავთ ორი ჩინური ვაქცინა გარდა ჩინეთისა, სადაც 80 მილიონ ადამიანზე მეტია აცრილი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებული ემირატებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, ბრაზილიასა და ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამოდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, "სინოფარმი" შაბათს უნდა შემოვიდეს საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი