ჩინური ვაქცინა ყველაზე ძვირია - გამყრელიძე ფასებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე ძვირია - ამბობს ამირან გამყრელიძე და ვაქცინების ფასებზე საუბრობს:

"ჩვენ AstraZeneca მივიღეთ covax-პლატფორმისგან, სადაც ვაქცინების ღირებულება სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულებისგან. ერთი დოზა ვიყიდეთ 4-5 დოლარის ფარგლებში. Pfizer-იც covax-პლატფორმისგან შემოვიდა და ღირდა თუ არ ვცდები 11-12 დოლარის ფარგლებში, შეიძლება შევცდე. ჩინური ვაქცინა Sinopharm უფრო ძვირია 19-20 დოლარი გამოდის, მაგრამ ამავე დროს დონაციაა სხვა ჩინური ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას. ასევე თუ იქნა მეორე და მესამე მოწოდება, იქ გათვალისწინებული იქნება ფასები", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია და არ არის ადვილი, ფასის მიხედვით არჩევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი