კორონავირუსის პირველი შემთხვევა მოხუცებულთა თავშესაფარში

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პირველი შემთხვევა მოხუცებულთა თავშესაფარში - წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარს ვირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალი ერთ-ერთი ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია. ის კარანტინში იმყოფებოდა, სადაც ვირუსზე ანალიზი ჩაუტარდა. 

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, ქალბატონს ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს. მათივე თქმით, პაციენტს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ.

შუახნის ქალის ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს სათნოების სახლის დირექტორს, თუმცა ის ამბობს, რომ დაწესებულებაში ეპიდემიოლოგები ორი დღის წინ მუშაობდნენ. მისი თქმით, ანალიზები აუღეს თანამშრომლებს და მოხალისეებს, ასევე ანალიზებს უღებენ სათნოების სახლის 180-მდე ბენეფიციარსაც. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი