ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 326 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 104 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.