ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, თუმცა არსებულ ეპიდვითარებას საყურადღებოს უწოდებს:
„ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.