Pfizer-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკის კლინიკურ ცდებში 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა

გამოქვეყნდა:

Pfizer-ისა და BioNTech-ის სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვაქცინა შტამის ახალი ვარიანტის, B.1.351-ის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია. ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე დადგინდა ისიც, რომ ვაქცინა ინფექციის იმ მძიმე ფორმებისგანაც იცავს ადამიანებს, რომელმაც ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით 2,8 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

კომპანიების თქმით, კლინიკური ცდები 16 წლის ზემოთ ასაკის 44 000-ზე მეტ მონაწილეზე ჩაატარეს. ეს მონაცემები ასევე მოიცავს იმ 12 000 ვაქცინირებულ პირს, რომლებმაც მეორე დოზაც გაიკეთეს.

მეორე დოზის გაკეთების შემდეგ, ვაქცინის ეფექტურობა 7 დღიდან 6 თვემდე 91,3%-ს შეადგენს. იმუნური პასუხის ასეთი ხანგრძლივობა პანდემიის დასასრულისთვის კარგი სიახლეა.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის კლინიკურ ცდებს, მასში 800 ადამიანი მონაწილეობდა. მათში COVID-19-ის მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა და ისიც პლაცებოს ჯგუფში. ამ ცხრიდან ექვსი შემთხვევა ახალი მუტაცია B.1.351 იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კიდევ უფრო ძლიერი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცდეს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მონაცემები იმას ამბობს, რომ ვაქცინას ეფექტურად შეუძლია ამჟამად არსებული მუტაციებისგან ადამიანის დაცვა, ეს კი საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევისა და პანდემიის დასრულებისთვის კრიტიკული ფაქტორია.“ - ამბობს დოქტორი უგურ შაჰინი, BioNTech-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი