„ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება"- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით.
ბენდელიანი მაჭავარიანის ქუჩაზე იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისივე ინფორმაციით, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა:
ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება.
ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება" ამბობს ბენდელიანი.
მისივე თქმით, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, თუმცა არსებობს გეგმა:
დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - ამბობს ბენდლიანი.
ამავე თემაზე: