საკვებ პროდუქტებზე ფასი ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ზეთის ღირებულება წინა წელთან შედარებით 35,8%-ით, ყავა- 13,7%, შაქარი 13%, თევზეული 12,2%, რძის პროდუქტების ფასი 8,5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

პურპროდუქტები გაძვირდა 7,7%-ით, უალკოჰოლო სასმელები 5%-ით, ხოლო ხორცპროდუქტები 4%-ით.

გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, მედიკამენტების საერთო ღირებულება კი 13%-ითაა გაზრდილი.  ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 7%-ს გადააჭარბა.

მხოლოდ ტურიზმიდან 2020 წელს 2,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაიკარგა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაიზარდა საგარეო ვალი. ამ ფონზე არ არის გამორიცხული ბიუჯეტის სეკვესტრიც კი  მოხდეს. 

ეკონომიკის ექსპერტები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ხედავენ, რაც გადასახადების და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გულისხმობს და ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ოპოზიციაში განმარტავენ რომ ეკონომიკურ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არ გამორიცხავენ რომ ქართული ოცნების მიერ  პოლიტიკური კრიზისის მოგვარების უგულებელყოფის გამო  შესაძლოა ქვეყანას დამატებით სანქციებიც დაუწესდეს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

რას აპირებს ხელისუფლება და აქვს თუ არა გეგმა ეკონომიკური კრიზისი განსამუხტავად, ამაზე მმართველი გუნდიდან არავინ საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი