კოვიდ 19-ით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი საქართველოში - ვირუსს 58 წლის ქალი შეეწირა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ბოლო დღეებში თანმდევი დაავადებებს გამო პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს მიეკუთვნებოდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების ფაქტს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც ადასტურებს.