დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა შემოვა. ჯანდაცვის სამინისტრომ "სინოფარმის" 100 000 დოზა იყიდა, ხოლო "სინოვაკის" 100 000 დოზას ქვეყანას ჩინეთი ჩუქნის. ვაქცინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან "სინოფარმით" ვაქცინაციის დასაწყებად მზად იქნებიან, თუმცა ჯერ WHO-სგან ავტორიზაციის მიღებას დაელოდებიან.
"სინოფარმის" ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.