საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" შემოვიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინფორამის" 100 000 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 3 აპირლს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს.

გარდა "სინოფარმისა" ჩინეთი საქართველოს კიდევ ერთ ვაქცინის, "სინოვაკის" 100 000 დოზას ჩუქნის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო კვირიდან "სინოფარმით" ვაქცინაციის დასაწყებად მზად იქნებიან, თუმცა ჯერ WHO-სგან ავტორიზაციის მიღებას დაელოდებიან. 

"სინოფარმის" ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი