ოქმში იმდენი ტყუილი ეწერა, ვერ ჩამოვთვლი - ნიკა ფარულავას პროცესი 8 აპრილისთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

აქტივიტი ნიკა ფარულავა თავისუფალია, მისი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილისთვის გადაიდო. ნიკა ფარულავა გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან დააკავეს, ის მომხდარს უკანონოდ აფასებს და დარწუმებულია, რომ პოლიციას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ექნება. 

"სასამართლო პროცესზე მოვიდა ადამიანი, რომელიც სართოდ არ იმყოფებოდა ჩემი დაკავების ადგილას და წარმოადგინა ოქმი, სადაც იმდენი ტყუილი ეწერა, ვერც ჩამოვთლი. დავაყანე შუამდგლომლობა, რომ წარმომადგინა ვიდეომტკიცებულება სადაც ასახულია რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია", - თქვა ნიკა ფარულავამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივის ნიკა ფარულავას პროცესის პარალელურად მოძრაობა "შეცვალემ" აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე, გია ვოლსკის სამართლის კოდექსი მიიტანეს, რომლის მიხედვითაც მოძრაობა "შეცვალეს" 13 აქტივისტსს პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. კოდექსი 5 მუხლისგან შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი